სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება(შვიდკაცა)

პროფესიული განვითარების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობები!!!
კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
სკოლის კულტურის ტიპების,მათი დადებითი და უარყოფითი შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის.
სკოლის კულტურის დიაგნოსტირება (ტრენინგებზე მიღებული საკითხავი მასალის მიხედვით).
თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრების გზებისა და საშუალებების გაცნობა კოლეგებისათვის (თანამშრომლობის ფორმების შესახებ სატრენინგო მასალა).
ერთობლივი პროექტები.
განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე,ეროვნულ სასწავლო გეგმაში,ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება კოლეგებისათვის.
განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე,ეროვნულ სასწავლო გეგმაში,ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მოძიება და ანალიზი (მაგ: ცვლილებები პროფესიული განვითარების სქემაში,პროფესიული სტანდარტის ახალი ვერსია და სხვ.)
ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
საკუთარი და კოლეგების საჭიროებების დადგენა და ანალიზი. ანალიზზე დაყრდნობით როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე.
თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარების შევსება და მათი შედარებითი ანალიზი.
პროფესიული საჭიროებების დადგენა (კითხვარის გამოყენებით) და პროფესიული თვითგანვითარების დაგეგვმა.
სასწავლო პროცესზე დაკვირვება და კოლეგების კონსულტაციები.
ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე და კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი.
რეკომენდაციების შემუშავება.
ურთიერთდახმარება სასწავლო პროცესის ანალიზსა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში.
საგნების მიხედვით მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზის ინიცირება/არსებული ანალიზის გამოყენება პრობლემის იდენტიფიცირებისათვის.
პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება
კვლევები.
საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგების,სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხელშეწყობა.
ინფორმაციის მოძიება არსებული ტრენინგპროგრამისშესახებ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა პროვაიდერი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები) და ამ ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ტრენინგების,სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის.
პროფესიული განვითარების ჯგუფის მუშაობის პერიოდული ანგარიშები კოლეგების წინაშე.
ანგარიშების მომზადება და წარდგენა.

Комментариев нет:

Отправить комментарий