вторник, 21 марта 2023 г.

 

მასწავლებლის პორტფოლიო

მასწავლებლის პორტფოლიოროგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი.
 რა არის პორტფოლიო?
პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებულისადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესიასევე შედეგიიგი ნათლად წარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობასწინსვლასმიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთშიდაახლოებით ოცი წელიარაც პორტფოლიომ განათლების მეცნიერებაში შემოაღწია და დამკვიდრდათუმცაპორტფოლიოს გამოყენება ახალი მიგნება არ გახლავთარქიტექტორები და ხელოვანები მსგავსი დოკუმენტების კრებულს რამდენიმე ასწლეულია იყენებენ ახალი დამკვეთებისთვის საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაციისთვისგანათლების მეცნიერებაშიც პორთფოლიო უპირველესადროგორც აუთენტური დოკუმენტიმიღწევის შეფასების ალტერნატიულ შესაძლებლობას გამოხატავსმიუხედავად იმისარომ პორტფოლიოს გამოყენება სწავლების პროცესში ახალი მიგნებაასპეციალისტები ერთხმად აღიარებენ მის მნიშვნელობასნებისმიერ დისციპლინაში პორტფოლიო წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას დაინტერესებულ საზოგადოებას წარედგინოს ამა თუ იმ ინდივიდის მიღწევები და საუკეთესო ნამუშევრები მოცემულ სფეროში.
 გამოყოფენ პორტფოლიოზე მუშაობის პროცესის ექვს ძირითად საფეხურს:
 1. პორტფოლიოს თემისა და მიზნის განსაზღვრა;
2. მასალის შეგროვება;
3. შეგროვილი მასალის გადარჩევა და მნიშვნელობის გაანალიზება;
4. პორტფოლიოს გაფორმება;
5. პორტფოლიოს შეფასება და გადამუშავება;
 6. პორტფოლიოს წარდგენა/პრეზენტაცია - როგორც სამუშაო პროცესის დაგვირგვინება.
 მაშასადამეპორტფოლიოს აქვს შემდეგი ფუნქციები:
·         ცოდნის დოკუმენტირება;
·         მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანა;
·         თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან დაკავშირება;
·         (თვით)ევალუაცია.



 რა არის მასწავლებლის პორტფოლიო?
საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს მასწავლებელთა პროფესიული მომზადება და განვითარება წარმოადგენსსწორედ მასწავლებლის პორტფოლიო არის ის მნიშვნელოვანი იარაღირომლის წარმოებაანალიზი და შეფასება დაეხმარება მას პროფესიული კომპეტენციის განვითარებაში.
პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადებისუწყვეტი პროფესიული განვითარებისპრაქტიკული საქმიანობის ანალიზისშეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში.
სხვაგვარად რომ ვთქვათპორტფოლიო არის იმ თვალსაჩინო მასალის კრებულირომელიც პედაგოგის საქმიანობის მზარდ ხარისხს უჩვენებსიგულისხმება პედაგოგიური ნიჭისწავლების სტილი და პროფესიული კომპეტენცია (ცოდნა და უნარები). პორტფოლიო ინდივიდუალური დოკუმენტია.

რისთვის გვჭირდება მასწავლებლის პორტფოლიო?
კენეტ ვულფირომელიც ერთ-ერთი აღიარებული მკვლევარია პორტფოლიოების განათლებაში გამოყენების მიმართულებითაღნიშნავსრომ ეს მართლაც ჩინებული პრაქტიკაარამდენადაც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მასწავლებლის სწავლების მეთოდების ეფექტურობასა თუ მის მზარდ განვითარებასმის ცოდნასუნარებსდამოკიდებულებებსქცევებსრამდენად ადეკვატურია ის ჩვეულებრივ საკლასო გარემოშიპორტფოლიო შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში და ეხმარება მასმოემზადოს სხვა ალტერნატიული შეფასების სტრატეგიებისთვის.
 მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებასრომელიც არის
1. მასწავლებლის შეფასების და თვითშეფასების საშუალება და მისი პროფესიული განვითარების მაჩვენებელი – პორტფოლიო პედაგოგიური რეფლექსიის ინსტრუმენტიარომლის დახმარებითაც მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე;
2. მასწავლებლის ერთგვარი “სავიზიტო ბარათი” - პორტფოლიოს დახმარებითდაინტერესებული მკითხველი ნათელ წარმოდგენას იქმნის მასწავლებლის საქმიანობის ხარისხისა და პროფესიული განვითარების შესახებროგორც წესიპორტფოლიოს მიმოიხილავენ მასწავლებლის დასაქმებისწახალისების ან კატეგორიის მინიჭების გადაწყვეტილების მიღების პროცესშიამ კუთხითპორტფოლიო მასწავლებლის საქმიანობის ადეკვატური შეფასების ინსტრუმენტიახშირად პორტფოლიოზე დაყრდნობით ხდება მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხის და მისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება.

რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაციაროგორ აწარმოოს მასწავლებელმა პორტფოლიო
პორტფოლიოს შედგენა შემოქმედებითი პროცესიარაც უფრო ორიგინალურია პორტფოლიომით უფრო მაღალია მისი შეფასება
აიღეთ საქაღალდერომელიც ამიერიდან თქვენი პორტფოლიოს ფუნქციას შეასრულებს.  განსაზღვრეთ პორტფოლიოს თემა და მიზანი და დაიწყეთ რეფლექსია ოთხ  შეკითხვაზე:
 ვინ გაეცნობა ჩემს პორტფოლიოს?
 რა აინტერესებს ჩემი საქმიანობის შესახებ ჩემი პორტფოლიოს პოტენციურ მკითხველს?
რა მსურს გავაცნო მკითხველს?
რა ფორმით შეიძლება ჩემი საქმიანობის პოზიტიური მხარეების ჩვენება პორტფოლიოში
·         კიდევ ერთხელ გაიხსენეთ მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტიეთიკის კოდექსი და მათი დანიშნულებახელახლა გადახედეთ ამ დოკუმენტებსდაფიქრდით და მონიშნეთ მუხლებირომლებსაც ან განსაკუთრებული ხარისხით/წარმატებით ასრულებთან იმაზე გაცილებით უკეთვიდრე აქამდე ასრულებდით
·         მოიფიქრეთრა თვალსაჩინო მასალითაა შესაძლებელი თქვენი საქმიანობის ეფექტურობის ან სრულყოფის ჩვენებაგადახედეთ პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტების/თვალსაჩინოებების ნუსხასგადაწყვიტეთრა მასალას შეიტანთ პორტფოლიოში და რა თანმიმდევრობით
·         დაიწყეთ მასალის შეგროვებათითოეულ დოკუმენტს დაურთეთ მოკლე  ფორმალური აღწერამაგალითადგაკვეთილის გეგმამოსწავლის ნამუშევარიპედაგოგიური ესეპედაგოგიური კვლევის ანგარიშიგანხორციელებული ღონისძიებებისჩატარებული პროექტების გეგმები და სხვ
·         პორტფოლიოს შევსებისას გააკეთეთ სარჩევირომელიც მკითხველს გაუადვილებს მასალაში ორიენტაციას.
·         ჩადეთ სარჩევი პორტფოლიოს დასაწყისში.  მოემზადეთ თქვენს პორტფოლიოზე საუბრისათვისპორტფოლიოს  მოშველიებით ხშირად იმართება ინდივიდუალური გასაუბრებები მასწავლებლის საქმიანობის შესაფასებლად.
·         წარუდგინეთ დასრულებული პორტფოლიო დაინტერესებულ პირს.



 რისგან  შედგება მასწავლებლის პორტფოლიო?
მასწავლებლის პორტფოლიო უნდა შეიცავდეს იმ დოკუმენტებს/მასალასრომელიც წარმოაჩენს მის პროფესიულ საქმიანობას.
უფრო ხშირადპორტფოლიო შემდეგ დოკუმენტებს მოიცავს:
 1. მასწავლებლის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (. CV)
2. ყველა კლასისთვის წლიური სასწავლო კურსის პროგრამა/სილაბუსითემატური ერთეულისსამოდელო გაკვეთილისსაგანმანათლებლო პროექტის ან ღონისძიებისჩატარებული კვლევების ამსახველი მასალაკერძოდ:
·         თემატური ერთეულისგაკვეთილისსაგანმანათლებლო პროექტისაღმზრდელობითი/შემოქმედებითი ღონისძიების გეგმა
·         გაკვეთილის (თემატური ერთეულისკვლევისპროექტისღონისძიების)  ჩატარების ანგარიში;
·         გამოყენებული ან შექმნილი სასწავლო რესურსი (ტექსტიპოსტერიფილმი და სხვ.); მისი მოკლე აღწერა და შერჩევის მოტივი;
·         გამოყენებული მეთოდის//სტრატეგიის მოკლე აღწერაანგარიში მისი  ეფექტურობის შესახებ
·         გაკვეთილის (თემატური ერთეულისპროექტისღონისძიების)  მიმდინარეობისკათედრის სხდომაზესემინარსა თუ კონფერენციაზე წარდგენილი პრეზენტაციიის ამსახველი ასალა;
3. მასწავლებლის მიერ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების ქსეროასლები.
 4. კოლეგის გაკვეთილზე დასწრებისას გაკეთებული ჩანაწერები და რეკომენდაციები;
5. პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალა (სერტიფიკატისილაბუსი/გეგმა/პროგრამაღონისძიების თქვენეული მოკლე შეფასება);
 6. თვით მასწავლებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული ტრენინგისსემინარის/მრგვალი მაგიდის ამსახველი მასალა;
7. ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და პროექტებში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეების სიგელების ასლები;
8. მოსწავლეებისმშობლების ან კოლეგების გამოხმაურება;
9. მოსწავლეთა სწავლის შეფასების ამსახველი მასალა და ანალიზი - მოსწავლეთა ტესტირების ან შეფასების ამსახველი მასალა (გეგმატესტირების/გამოცდის /კითხვარის ნიმუშებიშედეგების ანალიზიდა სხვა.
10. მენტორის სამუშაო გეგმაანგარიში და სხვ.

ცხადიასავალდებულო არ არისყველა ჩამოთვლილი დოკუმენტის შეტანა პორტფოლიოშიმასწავლებელის პორტფოლიოში მხოლოდ ის აქტივობები უნდა იყოს დოკუმენტირებულირომელსაც თავად ახორციელებსშემდეგ სტატიებში დაწვრილებით განვიხილავთთუ როგორ უნდა გავაფორმოთ პორტფოლიოში შესატანი თითოეული დოკუმენტი.

                                                                                                              სოფიკო ლობჟანიძე