ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი
ნომერი: მარინე წიკლაური (პ/ნ 01008025087)
ინტეგრირებული საგანები: მათემატიკა; ბიოლოგია
სწავლების
საფეხური/კლასი: XI1 კლასი. საშუალო საფეხური.
მოსწავლეთა
რაოდენობა: 29.
სსსმ 0.
გაკვეთილის
თემა: ალბათობა და გენეტიკა
გაკვეთილის
მიზანი:
მათემატიკა:
მოსწავლეებმა შეძლონ ალბათობის ფორმულის გამოყენება, ხდომილების ფარდობითი
სიხშირის გამოთვლა სიხშირეთა ცხრილის მიხედვით. აღწერონ შემთხვევითი ექსპერიმენტის ელემენტარულ
ხდომილებათა სივრცე და დამოუკიდებლად გამოთვალონ ალბათობები და გამოიყენონ რიცხვითი
მახასიათებლები.
ბიოლოგია: მოსწავლეები გაეცნონ გენეტიკის კანონების
სტატისტიკურ ხასიათს. შეადგინონ გენთა დამოუკიდებლად და შეჭიდულად მემკვიდრეობის სქემები, შეადარონ ერთმანეთს და იმსჯელონ მათ შორის განსხვავებაზე,
გამოთვალონ დამემკვიდრების ალბათობები სქესის გათვალისწინებით
და ჩაწერონ შეჯვარებები სიმბოლოების საშუალებით.
შეძლონ მოსმენის, დაკვირვების,
აღრიცხვის, მონაცემთა ინტერპრეტაციის, სოციალური
და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. XI.14. მოსწავლეს შეუძლია შემთხვევითობის
ალბათური მოდელების საშუალებით აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აღწერს შემთხვევითი ექსპერიმენტის ელემენტარულ
ხდომილობათა სივრცეს, ითვლის დამოუკიდებელ ხდომილობათა ალბათობებს (მათ შორის
ჯამის ალბათობის ფორმულების გამოყენებით);
·
ითვლის რთულ ხდომილობათა
ალბათობებს კომბინატორული ანალიზის გამოყენებით;
·
შემთხვევითი ექსპერიმენტის
ჩასატარებლად ერთ მოწყობილობას ცვლის მისი ეკვივალენტური სხვა მოწყობილობით და
ასაბუთებს არჩევანს.
მათ.XI.15 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და
დასკვნების ჩამოყალიბება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ითვლის და იყენებს შემაჯამებელ რიცხვით
მახასიათებლებს დაუჯგუფებელ მონაცემთა ერთობლიობების დასახასიათებლად/შესადარებლად
და მოსაზრებათა/არგუმენტების შესაფასებლად;
ბიოლ.XI.6.მოსწავლეს შეუძლია ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და იმსჯელოს ცვალებადობის ფორმებზე.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- ადგენს გენთა დამოუკიდებლად და შეჭიდულად მემკვიდრეობის
სქემებს, ადარებს ერთმანეთს და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე, ასახელებს შესაბამის მაგალითებს;
- ადგენს გენეტიკურ სქემას სქესთან შეჭიდული ნიშნების
მემკვიდრეობაზე და ადეკვატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს მათ ჩასაწერად;
- გენეტიკური ამოცანების გადაჭრისას იყენებს მონაცემთა
ანალიზს, სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის ელემენტებს;
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
კლასის ორგანიზების
ფორმა არის საერთო საკლასო.
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნებს და შეფასების კრიტერიუმებს. რომელიც წინასწარ გამოკრულია დაფაზე
და მოცემულია სლაიდზე.
|
კლასის
ორგანიზება
|
მთელი
კლასი
|
გაკვეთილის მიზნები
და შეფასების
რუბრიკა.
|
3წთ
|
2
|
· პროვოცირება
გაყიდულია ეროვნული ლატარიის 120 ბილეთი, ვთქვათ ვაკომ იყიდა
10 ბილეთი.
- რა არის ალბათობა
იმისა, რომ ვაკომ მოიგოს
ეს პრიზი?
- რა არის ალბათობა
იმისა, რომ ვაკო ვერ მოიგებს
ამ პრიზს?
- მოგების ალბათობა უფრო
მეტია, თუ წაგების?
მათემატიკა:
-
გავიხსენოთ როგორ
შეიძლება გამოვთვალოთ ალბათობა?
-
დავწეროთ ალბათობის
ფორმულა.
-
კამათელი გავაგორეთ 20-ჯერ.
ორიანი მოვიდა 5-ჯერ. გამოვთვალოთ ფარდობითი
სიხშირე.
-
შეჯიბრებაზე სპორტულ
სროლაში სპორტცმენმა 50 გასროლიდან 24-ჯერ
მოარტყა ტყვია მიზანს.
რა არის მიზანში
მოხვედრის ფარდობითი სიხშირე?
|
კითხვა
პასუხი.
|
მთელი კლასი
|
სიტუაციური ამოცანები.
პროექტორი
|
8წთ
|
3
|
მასწავლებელი კლასს
უსვავს კითხვას ბიოლოგიიდან:
რა კავშირი აქვს
ალბათობას გენეტიკასთან?
მოსწავლეები გამოთქვამენ
ვარაუდებს. შემდეგ მასწავლებელი უჩვენებს სლაიდზე სხვადასხვა დაავადების ამსახველ სურათებს, რომელიც გენეტიკურად
გადადის და სთხოვს კლასს ამოიცნონ დაავადება.
|
კითხვა
პასუხი
|
მთელი
კლასი
|
პროექტორი.
კომპიუტერი.
სლაიდები.
|
|
3
|
ამის შემდეგ მასწავლებელი ურიგებს გამზადებულ ამოცანებს
და სთხოვს წყვილებში შეასრულონ სამუშაო. ამოცანები არის გენეტიკიდან დაავადებებზე
და მათემატიკიდან ალბათობის გამოთვლაზე. ამისათვის აძლევს 5 წთ.რის შემდეგაც სთხოვს
მოსწავლეებს წყვილებმა გაცვალონ ამოცანები,შეამოწმონ ერთმანეთის ამოხსნილი დაამატონ
თუ რამე არასრულადაა.
|
დამოუკიდებელი
სამუშაო
|
წყვილებში
|
ფურცლები, საწერკალმები
|
10წთ
|
4
|
შემდეგ მასწავლებელი გამოიძახებს მოსწავლეებს ინდივიდუალურად,
რომლებიც მოახდენენ დაფაზე შესრულებული დავალების
დემონსტრირებას.
(მათემატიკა:
-
რომელია ფარდობითი სიხშირე?
-
როგორი იქნება ფარდობითი სიხშირე
პროცენტებით?)
-
რა იქნება ალბათობა პირველი ამოცანის და მეორე ამოცანის შემთხვევაში?
ბიოლოგია.
-
გავიხსენოთ ვინ არის
გენეტიკის ფუძემდებელი?
-
რა დაავადებაა ჰემოფილია?
-
როგორ მემკვიდრეობს? (რეცესიულად Xh )
-
რომელი სიმბოლოთი აღინიშნება?
-
რა დაავადებაა დალტონიზმი?
-
როგორ მემკვიდრეობს? (რეცესიულად Xd )
-
რომელი სიმბოლოთი აღინიშნება?
|
პრეზენტირება
|
ინდივიდუა
ლურად
|
კალამი,ფურცელი,
დაფა,ცარცი
|
10წთ
|
5
|
ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ფურცლებზე მოამზადონ ცხრილი მონაცემების აღრიცხვისათვის და ატარებს ექსპერიმენტს,რომლისათვისაც მომზადებული აქვს პლასტმასის ჭიქა, 2 მწვანე და 2 ყვითელი ფანქარი ოთხივე ფანქარს ათავსებს ჭიქაში. ჭიქას შევანჯღრევ და ამოვიღებ რომელიმე ორ ფანქარს. ამ პროცედურას გავიმეორებ 10-ჯერ და ვთხოვ მოსწავლეებს კომბინაციები ჩაინიშნონ
მონაცემთა ცხრილში. დათვალონ სხვადასხვა
ფერის ფანქრების ამოღების სიხშირე, იპოვნონ ფარდობითი სიხშირე, გამოსახონ პროცენტებში. ამის შემდეგ დაითვალონ რა იქნება ალბათობა იმისა, რომ ამოღებული ფანქარი ორივე მწვანეა, ან ორივე ყვითელი, ან ერთი მწვანე და ერთი ყვითელია.
მეორე ექსპერიმენტს ატარებს შემდეგნაირად: სთხოვს მოსწავლეებს ადგნენ ის მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ ღია ფერის თვალები. მასწავლებლი ეუბნება, რომ მარჯვნივ განლაგდნენ ის მოსწავლეები,
რომლების მშობლებსაც ორივეს ღია ფერის თვალები აქვთ, მარცხნივ კი- ისინი, ვისაც მუქი
ფერის თვალები აქვთ, ხოლო წინ-ისინი ვის ერთ მშობელს მუქი ფერის თვალები აქვს, მეორეს
კი ღია. ამის შემდეგ სამივე შემთხვევაში გამოთვალონ ღია ფერის ბავშვის დაბადების
ალბათობა და შეადარონ თეორიულად მიღებულ ალბათობას.
|
ექსპერიმენტი
|
მთელი კლასი
|
პლასტმასის ჭიქა, 2 მწვანე და 2 ყვითელი ფანქარი,
კალამი, რვეული
|
12წთ
|
6
|
მასწავლბელი აჯამებს მონაცემებს,აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასებებით და აძლევს დავალებას.
XI კლასი ვეფხვაძე,გოგიშვილიმებო
მებონია,ქურჩიშვილი.გვ.307 N8-13
|
კითხვა
პასუხი
|
მთელი
კლასი
|
დაფა,ცარცი
|
2წთ
|
შეფასება
|
კრიტერიუმი
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
1.
|
დავალებასთან შესაბამისობა
|
საერთოდ არშეესაბამება დავალებას.ვერ
აგებს სიხშირეთა ცხრილს და ვერ პოულობს ალბათობას.
|
მიჰყვება ინსტრუქციათაგანმხოლოდ ზოგიერთს;უჭირს სიხშირეთა ცხრილის
აგება,ვერპოულობს ალბათობას.
|
მიჰყვება
ინსტრუქციებს,მაგრამ ზოგჯერ ზედაპირულად.აგებს
სიხშირეთა ცხრილს ,შეცდომით პოულობს ალბათობას.
|
ყველა ინსტრუქციაგათვალიწინებულია,დავალება სრულ-ყოფილად არის შესრულებული.
აგებს სიხშირწთა ცხრილს,პოულობს
ალბათობას,
|
|
2.
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
არ მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, მხოლოდ პასიური მსმენელის როლს ასრულებს.
|
მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,მაგრამ არ იჩენს დიდ დაინტერესებას თემის გარშემო.უჭირს
გენეტიკის დაკავშირება ალბათობასთან.
|
მონაწილეობს გაკვეთილის
მსვლელობაში,მაგრამ ზოგჯერ ყურადღება ეფანტება.აკავშირებს გენეტიკას
ალბათობასთან,მაგრამ უშვებს მცირე შეცდომებს
|
აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში.დამოუკიდებლადგამოთქვამს აზრს დასმული საკითხის გარშემო. მსჯელობს და გამოაქვს მართებული დასკვნები.აკავშირებს ერთმანეთთან ალბათობასა
და გენეტიკას.
|
|
3.
|
დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება
|
არ ასრულებს დამოუკიდებელ სამუშაოს.
|
ასრულებს სამუშოს,მაგრამ ეკითხება სხვებს შესრულების გზებს.
|
მუშაობს დამოუკიდებლად,
მაგრამ ზოგიერთისაკითხის შესრულები დროს სჭირდება მასწავლებლის დახმარება.
|
მუშაობს დამოუკიდებლად,ასრულებს მითითებულ დავალებებს სწორად,თეორიული ცოდნის
და ფორმულების გამოყენებით.
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий